კონტე: "ერიქსენს ჩვენს სტილთან შესაგუებლად დრო სჭირდება"

3-02-2020, 16:16

მილანის "ინტერის" თავკაცმა, ანტონიო კონტემ, "უდინეზესთან" მოგებული მატჩის შემდეგ გუნდის ახალწვეულის, კრისტიან ერიქსენის შესახებ  ისაუბრა.

"ვფიქრობ, რომ ერიქსენს, რომელიც გუნდში 5 დღის წინ გადმოვიდა, თამაშზე უკვე პოზიტიური გავლენა აქვს. თანაც, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ დანიელი შემადგენლობაში სწრაფად დავაყენეთ, რადგან ნახევარდაცვაში პრობლემები გვაქვს".

"მას ჩვენს სათამაშო სტილთან შეგუებისთვის დრო სჭირდება. ის ფორმაში უნდა შევიდეს, თუმცა მისი დებიუტით ბოლომდე კმაყოფილი ვარ", - განაცხადა იტალიელმა სპეციალისტმა.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

"ასეთი ადამიანებია ჩვენი ქვეყნის მომავალი" - რას აკეთებს 18 წლის მეკარე პანდემიის დროს

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით