ვან დერ ვაარტი: "ამ შესანიშნავი ფეხბურთელისთვის "ატლეტიკო" შეუფერებელი კლუბია"

3-02-2020, 19:47

ჰოლანდიელი ექს-ფეხბურთელმა რაფაელ ვან დერ ვაარტიმ მედიის წარმომადგენლებთან ჟოაო ფელიქსის შესახებ ისაუბრა.

"ჟოაო ფელიქსი არაჩვეულებრივი ფეხბურთელია, თუმცა ის არასწორ გუნდში მოხვდა. როდესაც "ატლეტიკომ" პორტუგალიელი დაიმატა, ვიფიქრე, რომ დიეგო სიმეონე სხვა სტილის გუნდის აშენებას აპირებდა, თუმცა რეალობა ჩემი მოლოდინისგან რადიკალურად განსხვანებული აღმოჩნდა".

"რა თქმა უნდა, მესმის, რომ  შედეგები ყველაზე მნიშვნელოვანია, თუმცა, როდესაც ასეთი ნიჭიერი შემტევი გყავს, უნდა სცადო, თამაშის სტილი მას შეუსაბამო. სწორედ ამიტომ მიმაჩნია, რომ ჟოაო არასწორ გუნდშია და არასწორ მწვრთნელთან მუშაობს", - განაცხადა ჰოლანდიელმა.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ბათუმის სტადიონზე ჩემპიონთა ლიგის ჰიმნი ჟღერს (ვიდეო)

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით