ოფიციალურად: საქართველოს სუპერთასის მატჩის ჩატარების ადგილი და დრო ცნობილია

3-02-2020, 20:36

საქართველოში 2020 წლის საკლუბო სეზონი 23 თებერვალს დაიწყება.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მიერ გავრცელებული ცნობით, მოქმედი ჩემპიონი "დინამო თბილისი" და თასის მფლობელი "საბურთალო" სეზონს სუპერთასის მატჩით გახსნიან.

23 თებერვალს, დედაქალაქური გუნდები ერთმანეთს "მიხეილ მესხი 2"-ის სტადიონზე დაუპირისპირდებიან.

აღნიშნული მატჩი 17:00 საათზე დაიწყება.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით