ლინგარდის დამატება "რომასა" და "ატლეტიკოს" სურთ

4-02-2020, 14:12

როგორც ჩანს, ჯესი ლინგარდის დღეები მანჩესტერ "იუნაიტედის" რიგებში დათვლილია.

იტალიური გამოცემა Calciomercato-ის ინფორმაციით, 27 წლის გარემარბის დამატება "რომასა" და მადრიდის "ატლეტიკოს" სურთ.

წყაროს ცნობით, რომაელებს ჯესის შეძენა იანვარშიც სურდა, თუმცა, მაშინ მხარეებს შორის შეთანხმება ვერ შედგა.

როგორც ცნობილია, "იუნაიტედი" ლინგარდს 20 მილიონ ევროდ აფასებს.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

უცნაური გადაწყვეტილება, საქართველოში ფეხბურთი ბრუნდება

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით