ზლატანის ფაქტორი, რა შეცვალა შვედმა "მილანში"

4-02-2020, 19:17

ზლატან იბრაჰიმოვიჩი რომ უკვე იქცა "მილანისთვის" ძალიან მნიშვნელოვან ფიგურად, ეს წინა შეხვედრაშიც გამოჩნდა.

შვედის გარეშე დარჩენილმა "როსონერიმ" სახლში "ვერონას" დამარცხება ვერ მოახერხა და ხელიდან კარგი შანსი გაუშვა, ჩემპიონთა ლიგის ზონასთან უფრო ახლოს მისულიყო.

Gazzetta Dello Sport დაინტერესდა სტატისტიკით, რომელსაც "მილანი" ზლატანთან ერთად და მის გარეშე მოედანზე აფიქსირებს.

როცა იბრაჰიმოვიჩი მოედანზეა, "როსონერი" თამაშში საშუალოდ 1.5 გოლის გატანას ახერხებს, ხოლო მის გარეშე გუნდს საშუალოდ 0.9 გოლი გააქვს.

შვედი გიგანტის თამაშის პირობებში გუნდის კარში საშუალოდ 0.5 გოლი გადის, ხოლო როცა ის არაა, "მილანი" 1.4 გოლს უშვებს.

ასევე მნიშვნელოვანია კარისკენ დარტყმების სტატისტიკა. "მილანი" იბრაჰიმოვიჩთან ერთად მეტოქის კარს თამაშში საშუალოდ 18.5-ჯერ უტევს, 15.3 დარტყმის წინააღმდეგ მისი არ ყოფნის პირობებში.

სავარაუდოდ, იბრაჰიმოვიჩი ტრავმის მოშუშებას მოასწრებს და იტალიური მედიის ინფორმაციით, მას "ინტერის" წინააღმდეგ მოედანზე ვიხილავთ.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ქეცბაია კიდევ ორ ქართველს იწვევს

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით