კავანის დედა "ატლეტიკოს" პრეზიდენტისგან ბოდიშს ელის

4-02-2020, 21:55

ედინსონ კავანის დედამ "ატლეტიკოსთან" შეუმდგარი ტრანსფერის შესახებ  "როხობლანკოს" რეზიდენტის სერეზოს განცხადებსი შემდეგ მედიის წარმომადგენლებთან კომენტარი გააკეთა.

"სირცხვილია, როგორ იყენებს ფეხბურთელის ახლობელი ან წარმომადგენელი ყველაფერს თავის სასარგებლოდ. შეურაცხმყოფელია ეს ყველაფერი. ჩვენ არავის მივცემთ უფლებას გაგვძარცვონ", - განაცხადა სერეზომ.

კავანის დედა ამ ყოველივეს კი ასე უპასუხა:

"შეუძლებელია, რომ კავანი ზაფხულში "ატლეტიკოში" გადავიდეს, თუმცა მანამდე "ატლეტიკოს" პრეზიდენტმა ბოდიში უნდა მოიხადოს".

"ჩემ შვილს წინადადებები სხვა კლუბებიდანაც ექნება, რაშიც ეჭვიც არ გვეპარება. მაგრამ ის ჯერ კიდევ ფიქრობს ჩოლოს მეთაურობით თამაშზე. თუ პრეზიდენტი თავის სიტყვებს უკან წაიღებს, ყველაფერი შეიძლება მოგვარდეს", - განაცხადა ურუგვაელის დედამ.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

"ასეთი ადამიანებია ჩვენი ქვეყნის მომავალი" - რას აკეთებს 18 წლის მეკარე პანდემიის დროს

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით