"ბაიერნმა" მარკოს ალონსოს დაადგა თვალი

5-02-2020, 14:26

ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს მიუნხენის "ბაიერნი" სერიოზულ ცვლილებებს გეგმავს.

იტალიური გამოცემა Calciomercato-ს ინფორმაციით, "რეკორდმაისტერის" რადარზე ამჯერად ლონდონის "ჩელსის" მცველი, მარკოს ალონსო გამოჩნდა.

29 წლის ფეხბურთელის ძირითადი პოზიცია დაცვის მარცხენა ფლანგია, თუმცა, მას ასევე კარგი გამოცდილება აქვს მარჯვენა ფლანგზეც. მიუნხენში კი დიდი იმედი აქვთ, რომ ალონსო კლუბში არსებულ პრობლემას დაცვით პრობლემებს სრულად გადაჭრის.

წყაროს ცნობით, ესპანელი ფეხბურთელის დამატება გარდა "ბაიერნისა" ასევე ტურინის "იუვენტუსსა" და მილანის "ინტერსაც" სურთ.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

გიორგი ჩაკვეტაძე ჩემპიონთა ლიგაზე - ყველაფერი გადაწყვეტილია

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით