რუმენიე: "დიდი შრომა დაგვჭირდა, რომ გვარდიოლასთვის ნოიერის გადაადგილება გადაგვეფიქრებინა"

5-02-2020, 15:42

მიუნხენის "ბაიერნის"გენერალურმა დირექტორმა კარლ-ჰაინც რუმენიგემ მედიის წარმომადგნლებთან მანუელ ნოიერის შესახებ ისაუბრა.

"მანუელი განსაკუთრებული ფეხბურთელია, რომელმაც შექმნა ხელოვნება და მეკარის პოზიციაზე რევოლუცია მოახდინა".

"ჯერ კიდევ მახსოვს, როგორ უნდოდა პეპ გვარდიოლას ჩემპიონატის მოგების შემდეგ ნოიერს ნახევარდაცვაში ეთამაშა. მან სრული სერიოზულობით წამოაყენა ეს იდეა".

"დარწმუნებული ვარ, რომ პეპი მას სწორ ადგილას ხედავდა, რადგან მანუ ნახევარდაცვაშიც ბრწყინვალედ ითამაშებდა, მაგრამ დიდი შრომა დაგვჭირდა იმისათვის, რომ პეპისთვის ასეთი რამ გადაგვეფიქრებინა", - განაცხადა რუმენიგემ.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

გიორგი ჩაკვეტაძე ჩემპიონთა ლიგაზე - ყველაფერი გადაწყვეტილია

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით