ალექსის სალემაკერსი: "იბრა, ბობანი და მალდინი ყოველთვის ჩემი გმირები იყვენენ"

5-02-2020, 17:48

იტალიური "მილანის" ახალწვეულმა ალექსის სალემაკერსიმ გუშინ პირადი პრესკონფერენცია გამართა და ახალ კლუბტან დაკავშირებით ისაუბრა.

"ჩემი "მილანში" გადმოსვა ახდენილი ოცნებაა. როცა აქ ჩამოვედი პირისპირ აღმოვჩნდი ისეთ დიდებულ ადამიანებთან, როგორიც ზლატან იბრაჰიმოვიჩი, ბობანი და პაოლო მალდინი არიან და ეს საოცრად ამაღელვებელი რამ იყო. ისინი არიან  ლეგენდები, რომელთაც ყოველთვის ვაღმერთებდი".

"იბრაჰიმოვიჩის ინტერვიუებს ტელევიზორში ვუყურებდი და ის, რომ ახლა შემიძლია მასთან ერთად ვისარგებლო გამოსაცვლელი ოთახით და  ვარჯიშისას მისგან მაგალითი ავიღო ჩემთვის საოცრად წარმოუდგენელი რამაა".

"საოცრად ამაყი ვარ ამ კლუბში მოხვედრით, მსურს რომ დავეხმარო "მილანს" და ამისათვის ჩემი შესაძლებლობების მაქსიმუმს გამოვიყენებ", - განაცხადა ალექსისმა.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ბათუმის სტადიონზე ჩემპიონთა ლიგის ჰიმნი ჟღერს (ვიდეო)

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით