მესის მსურველების სია გაიზარდა !

6-02-2020, 01:59

როგორც ცნობილი სპორტული გამოცემა, "Sky Sports" იუწყება, კატალონიის "ბარსელონას" არგენტინელი ვარსკვლავის, ლიონელ მესის მსურველების სია კიდევ უფრო გაიზარდა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "მანჩესტერ სიტისა" და პეპ გვარდიოლას შემდეგ, 32 წლის თავდამსხმელის გადაბირების ინტერესი, "ინტერმა", "ბაიერნმა", "ჩელსიმ" და "იუნაიტედმა" გამოიჩინეს.

ცნობების მიხედვით, გრანდების წარმომადგენელები უკვე დაუკავშირდნენ "ბლაუგრანას" კაპიტნის მამას, რომელიც მისი აგენტის როლს ასრულებს.

შეგახსენებთ, რომ მესის კონტრაქტი "ბარსელონაში", მომდევნო სეზონის ბოლოს ეწურება.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

იაშვილი ვაისის კონტრაქტზე: "ორივე მხარეს სურდა, რომ.."

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით