"დორტმუნდის" დირექტორი: "ჰოლანდთან შეხვედრა ბავშვივით მიხაროდა"

7-02-2020, 14:16

დორტმუნდის "ბორუსიას" სპორტულმა დირექტორმა, მიხაელ ცორკმა, მედიის წარმომადგენლებთან ერლინგ ჰოლანდის ტრანსფერის შესახებ კომენტარი გააკეთა.

"ჩვენ ერლინგს "დორტმუნდის" ფანების ვიდეო ვაჩვენეთ, სადაც ჩანს თუ როგორ ქომაგობენ ისინი საკუთარ გუნდს. ჩემი აზრით, მას ეს მოეწონა. ჰოლანდს სწორედ ისეთი ხასიათი აქვს, როგორიც ჩვენს გუნდსა და გულშემატკივრებს შეეფერება".

"ერლინგის გაფორმებლად მთელი ძალებით ვმოქმედებდით. მისი გადაბირება სხვა გუნდებსაც სურდათ და ამისთვის ყველაფერს აკეთებდნენ, მაგრამ ჩვენ მათზე იღბლიანები აღმოვჩნდით".

"ბავშვივით მიხაროდა, როცა ჰოლანდსა და მის აგენტს კონტრაქტის გასაფორმებლად შევხვდით", - ცორკის სიტყვებს გამოცემა Bild-ი ციტირებს.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

გიორგი ქოჩორაშვილი ლა ლიგაში ითამაშებს

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით