"ტორპედოს" ახალი მწრტვნელი ცნობილია

7-02-2020, 17:07

გავრცელებული ინფორმაციით, ქუთაისის "ტორპედოს" ახალი მფლობელი, იტალიელი ფაბრიციო მანინო გუნდის ახალი მთავარი მწვრთნელის პოზიციაზე, მიხეილ აშვეთიას წარადგენს.

აშვეთია კახა ჩხეტიანის ასისტენტად მუშაობდა და მასთან ერთად საქართველოში ყველა ტიტული მოიგო.

იგი 1993-94, 2000-2001 წლების სეზონში თამაშობდა "ტორპედოში" და 40 მატჩში 23 გოლი გაიტანა.

გუშინ ოფიციალურად დადასტურდა, რომ ქუთაისის მერიასა და იტალიელ ინვესტორ ფაბრიციო მანინოს შორის შეთანხმება შედგა და გუნდში მანინი ინვესტიციას ჩადებს.

ქუთაისის ტორპედოს გადარჩენა დიდად სასიხარულოა,ამ ფაქტს ვულოცავ ქუთაისის ტორპედოს, მის და ქართული ფეხბურთის ყველა ჭეშმარიტ გულშემატკივარს. ქუთაისის ტორპედოს გარეშე საქართველოს საფეხბურთო რუკა ისეთივე უსიამოვნოდ დასანახი, ყოვლად მიუღებელი და სინანულის მომგვრელი იქნებოდა, როგორც საქართველოს რუკა აფხაზეთის და სამაჩაბლოს გარეშე, რომლის დაშვება არც მოხდება და ვერც ვერავინ შეეგუება. წარმატება ტორპედოს, წარმატება ქუთაისს, წარმატება და გამთლიანება საქართველოს.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ჩვენებურებმა ჩემპიონთა ლიგის საგზური გაინაღდეს

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით