"ბარსელონა" კოუტინიოს ტრანსფერით დიდ ზარალს ნახულობს

7-02-2020, 18:03

როგორც ჩანს, კატალონიის "ბარსელონა" ფილიპე კოუტინიოს ტრანსფერის შედეგად საკმაოდ დიდ ზარალს ნახავს.

ესპანური გამოცემების ინფორმაციით, "ბლაუგრანა" მზადაა 27 წლის ნახევარმცველი 90 მილიონი ევროს სანაცვლოდ დათმოს.

მოგეხსენებათ, თავად კლუბმა ბრაზილიელი ფეხბურთელი 2 წლის წინ 171 მილიონ ევროდ შეიძინა. ეს ნიშნავს, რომ "ბარსა" მინიმუმ 80 მილიონიან წაგებაში წავა მისი გაყიდვის შემთხვევაში.

შეგახსენებთ, რომ კოუტინიოს დამატება მის ამჟამინდელ კლუბს "ბაიერნსა" და რამდენიმე ინგლისურ გრანდს სურთ.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ბათუმის სტადიონზე ჩემპიონთა ლიგის ჰიმნი ჟღერს (ვიდეო)

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით