ინძაგი: "მილანს" იბრა ჰყავს, "ინტერს" ლუკაკუ"

8-02-2020, 17:27

ფილიპო ინძაგი მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას დაგეგმილ დერბი "დელა მადონინას" გამოეხმაურა და 9 ნომრიანი მაისურის მნიშვნელობაზე განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა.

"მინდა "მილანის" 9 ნომარიან მაისურს ძველი დიდება დაუბრუნდეს და ამისათვის იბრა შესანიშნავი კანდიდანტია".

"9-ნომრიანი მაისურის ხანა არ უნდა დასრულდეს, რადგანაც ყოველთვის იქნება ისეთი ფეხბურთელი, რომელიც ამ მაისურს ჩაიცვამს. იმედი მაქვს, რომ იბრა "მილანში" დარჩება და ამ ნომერს აირჩევს".

"ის ასი პროცენტით იხარჯება. იმედია, რომ დერბი კარგი გამოვა და ბედნიერი ვიქნები, თუ ამ მატჩს "მილანი" მოიგებს".

"მილანს" იბრაჰიმოვიჩი ჰყავს. "ინტერს" კი რომელუ ლუკაკუ. მათ შეუძლიათ დერბიში ბევრი რამ გადაწყვიტონ. ანტონიო კონტე დიდებული მწვრთნელი. პიოლიმ უნდა შეინარჩუნოს ის კურსი, რომელიც "მილანმა" იანვრის თვეში აიღო", - განაცხადა ინძაგიმ.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

რა განაცხადა ცხვრების მწყემსმა, რომელმაც თბილისის "დინამოს" 3 გოლი გაუტანა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით