ცვლილებები ოდეგარის მომავალთან დაკავშირებით

8-02-2020, 17:40

ესპანურ მედიაში მთავარი სასუბრო თემა მეორე დღეა სერხიო რამოსისა და მარტინ ოდეგარის კონფლიქტია.

ესპანეთის სამეფო თასის მეოთხედფინალური ეტაპის შეხვედრაში "რეალის" საკუთრებაში მყოფ ნორვეგიელ ფეხბურთელს "სამეფო კლუბის" კაპიტანმა დედა აგინა.

მოედანზე ემოციების მოზღვავება და კამათი ჩვეულებრივი მოვლენაა, თუმცა დედის გინება კლუბის საკუთრებაში მყოფი ფეხბურთელის მიმართ, სხვა მოვლენაა.

ესპანურ მედიაში ეჭვობენ, რომ კონკრეტულად ამ შემთხვევამ შესაძლოა ოდეგარის მომავალზე გავლენა იქონიოს.

კერძოდ, მან "რეალის" სასარგებლოდ გადაწყვეტილება არ მიიღოს და "სოსიედადში" კიდევ ერთი სეზონით დარჩეს, ან იმ მსუყე წინადადებებიდან ერთ-ერთს დათანხმდეს, რომელიც ამ სეზონიდან გამომდინარე მას მრავლად დაუგროვდა სხვა კლუბებისგან.

შეგახსენებთ, რომ "სოსიედადმა" "რეალის" დამარცხება მოახერხა და სამეფო თასის ნახევარფინალშიც სწორედ ბასკური გუნდი იასპარეზებს.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

შენგელია ევროლიგის ორ სიმბოლურ გუნდში მოხვდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით