ითმაშებს თუ არა ზლატანი "ინტერთან", შვედის ბედი გადაწყვეტილია

8-02-2020, 19:56

მილანური დერბის დაწყებამდე რამდენიმე საათი რჩება. "როსონერის" გულშემატკივრების მხრიდან მთავარი კითხვები ზლატან იბრაჰიმოვიჩის გარშემო ისმება.

როგორც ირკვევა, გუშინდელი ვარჯიშიც შვედმა ინდივიდუალური პროგრამით ჩაატარა და გუნდთან ერთად წვრთნაში მონაწილეობა არ მიუღია.

ყველაფრის მიუხედავად, მას "ინტერთან" ძირითად შემადგენლობაში ელიან.

იგი, სავარაუდოდ, საერთო ვარჯიშზე უკვე დღეს გამოჩნდება.

შეგახსენებთ, რომ "ინტერისა" და "მილანის" მატჩი 9 თებერვალს, თბილისის დროით 23:45-ზე გაიმართება.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

როგორ ატარებს აჩი არველაძე დროს თვითიზოლაციაში (ვიდეო)

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით