ჟოაო ფელიქში: "ატლეტიკომ" ამის საშუალება არ მომცა"

9-02-2020, 14:37

მადრიდის "ატლეტიკოს" ახალგაზრდა შემტევმა, ჟოაო ფელიქშმა, მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას განაცხადა, რომ მას მადრიდულ გუნდში 7-ნომრიანი მაისურით თამაში არ სურდა.

"ატლეტიკოში" გადმოსვლისას, მინდოდა, რომ 79-ნომრიანი მაისურით მეთამაშა, თუმცა გუნდმა ამის უფლება არ მომცა".

"შემდეგ მსურდა, რომ 10 ნომერი ამერჩია, თუმცა დაკავებული იყო და 7-ნომრიანი მაისური ასე მერგო" , - განაცხადა 18 წლის შემტევმა.

შეგახსენებთ, რომ "ბენფიკაში" პორტუგალიელი სწორედ 79-ნომრიანი მაისურით თამაშობდა.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

"ასეთი ადამიანებია ჩვენი ქვეყნიდ მომავალი" - რას აკეთებს 18 წლის მეკარე პანდემიის დროს

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით