პიოლი: "დერბი აუცილებლად მოსაგები მატჩია"

9-02-2020, 15:19

იტალიური "მილანის" მთავარმა მწრვნელმა, სტეფანო პიოლიმ, სერია ა-ს ცნტრალურ შეხვედრამდე, რომელშიც "როსონერი" "ინტერს" დაუპირისპირდება, მედიის წარმომადგენლებთან ისაუბრა.

"ცხადია, "ინტერმა" ჩვენზე უკეთ დაიწყო, თუმცა ეს არაფერს წყვეტს. დეკემბრიდან მოყოლებული ვცდილობთ, რომ მათ დავეწიოთ".

"ვიმედოვნებ, რომ დერბის კარგად ვითამაშებთ. ყველა შეხვედრაში, რა თქმა უნდა, მოსაგებად გავდივართ, თუმცა ეს მატჩი აუცილებლად მოსაგები მატჩების კატეგორიაში შედის", - განაცხადა სპეცილისტმა.

დერბი "დელა მადონინა" დღეს, თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ბათუმის სტადიონზე ჩემპიონთა ლიგის ჰიმნი ჟღერს (ვიდეო)

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით