ცნობილია პირველი ფეხბურთელი, რომელსაც "ტორპედო" დაიმატებს

9-02-2020, 15:41

როგორც მოგხსენებათ, ოფიციალურად დადასტურდა, რომ იტალიელი ინვესტორი ფაბრიციო მანინო "ტორპედოში" ინვესტიციას ჩადებს და ასევე დადასტურდა ქუთაისური კლუბის მთავარი მწრთვნელის პოზიციაზე მიხეილ აშვეთიას დანიშვნა.

ამის შემდეგ ცნობილი ხდება, თუ ვინ იქნება პირველი ფეხბურთელი, რომელსაც "ტორპედო" დაიმატებს.

გავრცელებული ინფორმაცით, უახლოეს მომავალში ტორპედოს შეუერთდება ირაკლი ძარია, რომელიც ბოლოს მალტურ "ვალეტაში" გამოდიოდა.

ირაკლი ძარია საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი იყო, სადაც 9 მატჩი ჩაატარა  და 1 გოლი გაიტანა.

დიდი ალბათობით, ძარია ერთადერთი მოთამაშე არ იქნება, ვისაც ტორპედო უახლოესი დღეების მანძილზე დაიმატებს.

სასიხარულოა, რომ ტორპედოს დაკომპლექტება სწრაფი ტემპით მიმდინარეობს, რაც მთავარია მოკლე დროში საკმაოდ გამოცდილი და პერსპექტიული ფეხბურთელები ირიცხება გუნდში, ტორპედოს წარმატება ქართული ფეხბურთის წარმატებაა.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ჩვენებურებმა ჩემპიონთა ლიგის საგზური გაინაღდეს

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით