კრიშტიანოს მორიგი რეკორდი

9-02-2020, 16:42

გუშინ, "ვერონასთან" გამართულ შეხვედრაში, ტურინის "იუვენტუსის"  ფორვარდმა კრიშტიანუ რონალდუმ მორიგი რეკორდი დაამყარა.

ტურინელთა მხრიდან გატანილი ერთადერთი გოლი კრიშტიანომ მიითვარა, რითაც ის  "ბებერი ქალბატონის" ისტორიაში პირველი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც სერია ა-ს ზედიზედ 10 მატჩში შეძლო გოლის გატანა.

აქამდე რეკორდი დავიდ ტრეზეგეს ეკუთვნოდა, რომელმაც 2005 წელს, ზედიზედ 9 მატჩში მოახერხა გოლის გატანა.

შეგახსენებთ, ტურინული გრანდი აღნიშნულ შეხვედრაში 2:1 დამარცხდა.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

იაშვილი ვაისის კონტრაქტზე: "ორივე მხარეს სურდა, რომ.."

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით