"რენის" პრეზიდენტი უჩვეულო ფაქტის გამო დაითხოვეს

9-02-2020, 23:03

რამდენიმე დღის წინ ფრანგული კლუბის, "რენის" პრეზიდენტმა ფრანცის ჰენრი პინოლმა გუნდის პრეზიდენტი, ოლივიე ლეტანგი გაანთავისუფლა.

ფრანგული გამოცემა L'equipe-ს ინფორმაციით, 47 წლის სპეციალისტის დათხოვნის მიზეზი მადრიდის "რეალი" გახლავთ.

კერძოდ, წყაროს ცნობით, კლუბის მფლობელს არ მოეწონა ის ფაქტი, რომ ლეტანგი "სამეფო კლუბთან" მოლაპარაკებებს აწარმოებდა ტალანტის, ედუარდო კამავინგას თაობაზე.

არადა გუნდი ისტორიაში საუკეთესო სეზონს ატარებს. აქამდე "რენს" ლიგა 1-ში მესამე ადგილი არასოდეს დაუკავებია, წელს კი ამის ბრწყინვალე შანსი აქვს.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

როგორ გამოეხმაურა შოთა არველაძე ბასილაშვილის სკანდალს

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით