"ჯიბიდან ხელები ამოიღე და.." - თემურ ქეცბაია ჟურნალისტს ეჩხუბა (ვიდეო)

9-02-2020, 19:17

8 თებერვალს კვიპროსის ჩემპიონატის მე-19 ტურში თემურ ქეცბაიას გაწვრთნილი "ანორთოსისი" სტუმრად ნიქოზიის "ოლიმპიაკოსს" დაუპირისპირდა და 2:1 დამარცხდა.

"ანორთოსისი" ჩემპიონატის ლიდერია. იმ შემთხვევაში, თუ ქეცბაიას გუნდის უახლოესი მდევარი "ომონია" მიმდინარე ტურში თავის შეხვედრას მოიგებს, პირველ ადგილზე გადავა.

"ოლიმპიაკოსთან" მარცხის შემდეგ თემურ ქეცბაია ერთ-ერთ ჟურნალისტს გაუბრაზდა.

ჟურნალისტი: "წელს კარგი სერია გქონდათ…"
ქეცბაია: "კი არ გვქონდა, გვაქვს. ჯიბიდან ხელები ამოიღე. მე აქ ვზივარ და გისმენ, შენ კი ხელები ჯიბეში გიწყვია."

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით