"ტორპედომ" 8 ფეხბურთელი დაიმატა

10-02-2020, 14:16

"ტორპედოს" თავს დატრიალებულმა ცუდმა ამბებმა, როგორც იქნა ჩაიარა და კლუბმა როვნული ლიგის ახალი სეზონისთვის  მზადება დაიწყო.

გუნდმა ოფიციალურად დადასტურა, რომ "ლოკომოტივიდან" ტორპედოს შეუერთდა დემეტრე ბულისკერია, ასევე მალიტის ვალეტადან - ირაკლი ძარია.

კლუბში 1-წლიანი იჯარით დაბრუნდა ცოტნე ნადარაია, "ტორპედოში" კვლავ ითამაშებენ ოთარ კობახიძე, გიორგი ფანცულაია, ბაქარ მირცხულავა და ზაზა ციცქიშვილი.

"ტორპედოს" ასევე გაძლიერებს ლაშა კასრაძე, რომელიც ბოლოს  ყაზახური "თარაზში" გამოდიოდა.

შეგახსენებთ, რომ ეროვნული ლიგა 29 თებერვალს განახლდება.  "ტორპედოს" პირველი შეხვედრა 1 მარტს, გორის "დილას" წინააღმდეგ, 17:00 საათზე აქვს ჩანიშნული.

ვულოცავ ტორპედოს და ქართული ფეხბურთის ყველა ჭეშმარიტ გულშემატკივარს ტორპედოს მიერ უმძიმესი კრიზისის გადატანას, დიდ მადლიერებას გამოვხატავ ფაბრიციო მანინის მიმართ, რომელმაც გადაარჩინა ტორპედო. წარმეტებებს ვუსურვებ გამორჩეული ხელწერის გუნდს ქუთაისის ტორპედოს, რომელმაც არაერთჯერ გაახარა ქართველი ფეხბურთის გულშემატკივარი.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ჩვენებურებმა ჩემპიონთა ლიგის საგზური გაინაღდეს

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით