იბრა დერბი "დელა მადონინას" რეკორდსმენია

10-02-2020, 15:28

როგორც მოგეხსენებათ, გუშინ, იტალიის სერია ა-ს 23-ე ტურში დერბი "დელა მადონინა" გაიმართა და "ინტერმა" მეტოქე 4:2 დაამარცხა.

მატჩში "მილანის" თავდამსხმელმა, ზლატან იბრაჰიმოვიჩმა ერთი საგოლე გადაცემა და ერთიც გოლი მიითვალა.

ამის შედეგად, შვედი გახდა ყველაზე ასაკოვანი ფეხბურთელი ისტორიაში, რომელმაც მილანურ დერბიში შეძლო გოლის გატანა.

 იბრაჰიმოვიჩმა თავი 38 წლისა და 129 დღის ასაკში გამოიჩინა.

აქამდე რეკორდი კიდევ ერთ შვედს, ნილს ლინდჰოლმს ეკუთვნოდა (38 წლისა და 43 დღის ასაკში).

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

გიორგი ჩაკვეტაძე ჩემპიონთა ლიგაზე - ყველაფერი გადაწყვეტილია

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით