ბენზემამ რონალდუს რეკორდი დაამხო

10-02-2020, 17:01

მადრიდის "რეალის" თავდამსხმელი კარიმ ბენზემა ესპანეთის პრიმერადივიზიონის 23-ე ტურში "ოსასუნას" წინააღმდეგ გამართულ მატჩში საგოლე გადაცემების რაოდენობით "სამეფო კლუბის" რეკორდსმენი გახდა.

ფრანგმა ფეხბურთელმა აღნიშნულ შეხვედრაში 132-ე შედეგიანი პასი მიითვალა, რითაც ეკრიშტიანუ რონალდუს შედეგი გააუმჯობესა.

შეგახსენებთ, რომ კარიმ ბენზემა "რეალში" 2009 წლის ზაფხულში "ლიონიდან" 35 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა. მიმდინარე სეზონში ფრანგმა 22 მატჩი ჩაატარა, 13 გოლი გაიტანა და ექვსი შედეგიანი გადაცემა მიითვალა.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

როგორ გამოეხმაურა შოთა არველაძე ბასილაშვილის სკანდალს

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით