ესპანეთში მესისა და რონალდოს ერთად თამაშს არ გამორიცხავენ

10-02-2020, 21:43

ბოლო დროს აქტიურად ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ლეო მესი უახლოეს მომავალში კატალონიის "ბარსელონას" დატოვებს.

აღნიშნულ ფაქტს ამძაფრებს ის გარემოებაც, რომ არგენტინელ ფეხბურთელს კონფლიქტი აქვს "ბლაუგრანას" დირექტორთან, ერიკ აბიდალთან.

კატალონიური რადიო Rai-ს ინფორმაციით, არაა გამორიცხული, რომ 32 წლის ფეხბურთელმა კარიერა ტურინის "იუვენტუსში" გააგრძელოს.

მოგეხსენებათ, "ბებერი სინიორას" ღირსებას კრისტიანო რონალდო იცავს. შესაბამისად, არსებობს ალბათობა იმისა, რომ თანამედროვეობის ორი ლეგენდა ერთ გუნდში ვიხილოთ.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

იაშვილი ვაისის კონტრაქტზე: "ორივე მხარეს სურდა, რომ.."

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით