ემრე ჯანი: "საჭიროა ბინძური თამაში ვისწავლოთ"

11-02-2020, 15:36

დორტმუნდის "ბორუსიას" ახალწვეულ, ემრე ჯანმა მედიის წარმომადგენლებთან ახალი კლუბის შესახებ ისაუბრა.

"ჯერ ძალიან ცოტა ხანია რაც ამ გუნდში ვარ, მაგრამ პოტენციალი უკვე შევნიშნე.  ამასთანავე სისუსტეებიც აღვიქვი და აუცილებელია, რომ რაღაც დეტალები გავაუმჯობესოთ".

"გოლებს ძალიან მარტივად ვუშვებთ. ბინძურად თამაში უნდა ვისწავლოთ და როდესაც ჯარიმის აღება შესაძლებელი იქნება, უნდა ავიღოთ".

"დაცვაში კარგად თამაში მხოლოდ მეკარისა და მცველების მოვალეობა არ არის. დაცვაში, ისევე როგორც შეტევაში, გუნდურად უნდა ვითამაშოთ", - განაცხადა ემრემ.

შეგახსენებთ, ემრე ჯანი "დორტმუნდში" "იუვენტუსიდან" იანვარში გადავიდა.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

გიორგი ქოჩორაშვილი ლა ლიგაში ითამაშებს

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით