ზლატანის მორიგი დიდი მიღწევა

11-02-2020, 20:00

იტალიის ჩემპიონატის 23-ე ტურში ,,ინტერმა'' ,,მილანი'' 4-2 დაამარცხა. მატჩში ზლატან იბრაჰიმოვიჩმა ერთი საგოლე გადაცემა შეასრულა და გოლიც გაიტანა.

შედეგად, შვედი გახდა ყველაზე ასაკოვანი ფეხბურთელი ისტორიაში, რომელმაც მილანურ დერბიში შეძლო გოლის გატანა.

იბრაჰიმოვიჩმა თავის გამოჩენა 38 წლისა და 129 დღის ასაკში მოახერხა. აქამდე რეკორდი კიდევ ერთ შვედს, ნილს ლინდჰოლმს ეკუთვნოდა (38 წლის და 43 დღის).

იბრაჰიმოვიჩი "მილანს" 1 თვის წინ შეუერთდა.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ბათუმის სტადიონზე ჩემპიონთა ლიგის ჰიმნი ჟღერს (ვიდეო)

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით