გვარდიოლა: "საუკეთესო მწრთვნელი ვარ? მომეცით კლუბი, რომელიც არ იქნება "სიტი" და მე ვერ გავიმარჯვებ"

11-02-2020, 22:23

"მანჩესტერ სიტის" მთავარ მწრთვნელს, პეპ გვარდიოლას, მედიის წარმომადგენლებმა ჰკითხეს არის თუ არა ის საუკეთესო მწრთვნელი. ამ კითხვაზე ესპანელმა სპეციალისტმა საინტერესო პასუხი გასცა.

"საერთოდ რას ნიშნავს საუკეთესო მწვრთნელი? თავი საუკეთესოდ არასოდეს მიგრძვნია. მეტიც, მაშინაც კი, როცა "ბარსელონაში" ზედიზედ ექვსი ტიტული მოვიგე, თავის ერთ რიგით, კარგ მწრთვნელად ვთვლიდი".

"ვიგებდი, რადგან ბევრი ძლიერი ფეხბურთელი მყავდა. მე კარგი მწვრთნელი ვარ, მაგრამ საუკეთესო - არა. მომეცით გუნდი, რომელიც არ იქნება "მანჩესტერ სიტის" მსგავსი და მე ვერ გავიმარჯვებ", - ციტირებს გავრდიოლას სიტყვებს Football Daily-ი.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

მოლსი: "არველაძესთან ერთად თამაში საოცარი იყო"

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით