კოშტა ერთი თვე იუქმებს

12-02-2020, 16:03

იტალიურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ტურინის "იუვენტუსის" შემტევი, დუგლას კოშტა სავარაუდოდ კლუბს ერთი თვით გამოაკლდება.

შეგახსენებთ, ბრაზილიელმა "ვერონასთან" გასვლით მატჩში კუნთის ტრამვა მიიღო.

კოშტა "მილანთან", იტალიის ჩემპიონატში "ბრეშასთან" და "სპალთან" და ჩემპიონთა ლიგაზე "ლიონთან" ვერ დაეხმარება "ბებერ ქალბატონს".

ბრაზილიელმა ტურინული კლუბის მაისური მიმდინარე სეზონში 17-ჯერ მოირგო და 2 გოლი ჩაიწერა აქტივში.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

იაშვილი ვაისის კონტრაქტზე: "ორივე მხარეს სურდა, რომ.."

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით