ოფიციალურად: ქართველი ფორვარდი კარიერას "ნაპოლიში" გააგრძელებს

12-02-2020, 21:05

ახალგაზრდა ქართველი კალათბურთელი, გიგა ჯანელიძე კარიერას "ნაპოლიში" გააგრძელებს.

24 წლის ფორვარდმა სეზონი სერია ა-ს ბინადარ "ტრიესტეში" დაიწყო, თუმცა, მას სათამაშო დრო არ ეძლეოდა, შესაბამისად, კლუბი გამოიცვალა.

"ნაპოლი" იტალიის სერია ა2-ში ასპარეზობს და 23 ტურის შემდეგ მეშვიდე ადგილზეა, რაც პლეი-ოფში გასვლის შანსს იძლევა.

თავის მხრივ ჯანელიძე უკვე დიდი ხანია რაც იტალიაში ასპარეზობს და არაერთი იტალიური კლუბი აქვს გამოცვლილი.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

"საუბარია არა ერთჯერად, არამედ სისტემატიურ ძალადობაზე" - ბასილაშვილის ყოფილი ცოლის ადვოკატმა განმარტება გააკეთა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით