ოფიციალურად: სანჩო "დორტმუნდიდან" მიდის

13-02-2020, 01:44

როგორც ცნობილი სპორტული გამოცემა, "Sky Sports" იუწყება, "დორტმუნდის ბორუსიას" ინგლისელი თავდამსხმელის, ჯეიდონ სანჩოს გერმანული კარიერა დასასრულს უახლოვდება.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "დორტმუნდის" სპორტულმა დირექტორმა და პრეზიდენტმა უკვე დაადასტურეს, რომ 19 წლის შემტევი გუნდს ზაფხულში დატოვებს.

ცნობების მიხედვით, სანჩოს გადაბირების სურვილი ამჟამად ყველაზე მეტად, "მანჩესტერ იუნაიტედს" აქვს.

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული მოთამაშის სატრანსფერო ღირებულება ამჟამად 125 მილიონ გირვანქას შეადგენს.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

როგორ ატარებს აჩი არველაძე დროს თვითიზოლაციაში (ვიდეო)

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით