მოულოდნელი ამბავი "საბურთალოში"

13-02-2020, 15:37

საფეხბურთო კლუბ "საბურთალომ" ოფიციალური განცხადება გაავრცელა, რომლის მიხედვითაც, 10 იანვარს მთავარ მწვრთნელად დანიშნული გიორგი ცეცაძე გუნდში აღარ იმუშავებს.

"საბურთალოსა" და უკვე ყოფილ მთავარ მწვრთნელ გია ცეცაძეს შორის, ურთიერთშეთანხმების საფუძველზე კონტრაქტი შეწყდა.

"ჩვენი კლუბი მადლობას უხდის გია ცეცაძის გაწეული შრომისთვის და მომავალში წარმატებებს უსურვებს! რაც შეეხება დღევანდელ შეხვედრას, რომელიც "საბურთალოს" ესპანურ "ალკოიანოსთან" ელის, ამხანაგურ მატჩზე გუნდს გამოცდილი სპეციალისტი თემურ შალამბერიძე უხელმძღვანელებს. თუ ვინ იქნება მომავალში "საბურთალოს" მთავარი მწვრთნელი, რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი", - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ გიორგი ცეცაძე საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მწვრთნელობიდან გადადგა, იანვარში კი "საბურთალოს" მთავარი მწვრთნელი გახდა.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით