"პსჟ" მბაპეს შენარჩუნებას ყველანაირად ცდილობს, რა შესთავაზა კლუბმა ფრანგს?

13-02-2020, 16:07

ფრანგულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, "პარი სენ-ჟერმენი" კილიან მპაპესთან ახალი კონტრაქტის გაფორმებას აპირებს.

როგორც ირკვევა, ფრანგული კლუბის ხელმძღვანელები 21 წლის ფეხბურთელს ხელშეკრულების გახანგრძლივების სანაცვლოდ წელიწადში 50 მილიონ ევროს შესთავაზებენ, რათა მადრიდის "რეალში" არ გადავიდეს.

ესპანური გამოცემა As-ი ამტკიცებს, რომ პსჟ ფეხბურთელს ყატარში 2022 წელს გასამართ მსოფლიო ჩემპიონატამდე ნადვილად არ გაუშვებს, რადგან ეს სტრატეგიული საკითხია.

ამჟამად, მბაპე გაცილებით ნაკლებს გამოიმუშავებს, ვიდრე ახალი კონტრაქტით იქნება გათვალისწინებული, მისი ხელფასი წელიწადში 15 მილიონი ევროა.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

შენგელია ევროლიგის ორ სიმბოლურ გუნდში მოხვდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით