ოფიციალურად: ზიეჩი "ჩელსის" ფეხბურთელია

13-02-2020, 16:37

"აიაქსის" ოფიციალური ვებ-გვერდის ცნობით,  კლუბის ნახევარმცველი ჰაკიმ ზიეჩი კარიერას ლონდონის "ჩელსიში" გააგრძელებს.

"აიაქსი" ზიეჩის სანაცვლოდ 45 მილიონ ევროს მიიღებს, ხოლო ფეხბურთელი ინგლისურ გრანდს 1 ივლისიდან შეუერთდება.

პირადი კონტრაქტის დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.

შეგახსენებთ, ზიეჩი "აიაქსში" 2016 წლიდან თამაშობდა და ამსტერდამულ გრანდში ჩატარებულ 157 შეხვედრაში 47 გოლი ჩაიწერა აქტივში.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

შენგელია ევროლიგის ორ სიმბოლურ გუნდში მოხვდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით