ანჩელოტის ძალიან ამბიციური განცხადება "ევერტონთან" დაკავშირებით

13-02-2020, 17:15

ლივერპულის "ევერტონის" მთვარმა მწრთვნელმა, კარლო ანჩელოტიმ, სამომავლო გეგმების შესახებ მედიის წარმომადგენლებთან ისაუბრა და საკმაოდ ამბიციური განცხადება გააკეთა.

"კლუბთან ოთხწელიწადნახევრიანი შრომითი ხელშეკრულება გავაფორმე და მინდა, რომ კონტრაქტი ბოლომდე ჩავამთავრო. მსურს, რომ ჩემი შესაძლებლობები მაქსიმალურად გამოვავლინო და თუ საქმეები კარგად წავა, აქ იქნებ უფრო მეტი ხნითაც დავრჩე. ამის ამბიცია და სურვილი მაქვს".

"ევერტონს" პრემიერლიგასა და ევროსარბიელზე დიდი გეგმები აქვს. კარგი საძირკველი გვაქვს. შესანიშნავი ახალგაზრდა ფეხბურთელები გვყავს, რომლებიც ვითარდებიან".

"წლიდან წლამდე უკეთესები უნდა გავხდეთ. სამ წელიწადში "ევერტონს" სატურნირო ცხრილის უმაღლეს პოზიციებზე ვხედავ, ტიტულისთვის მებრძოლსა და ევროპაში კონკურენუნარიანს", - განაცხადა იტლიელმა სპეციალისტმა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ანანიშემ ახალ კლუბში ეროვნული ნაკრების მნიშვნელობაზე ისაურბა

დაგვიმეგობრდით