კაპელო: "ბარსელონა" მხოლოდ მესის იმედზეა დარჩენილი"

13-02-2020, 18:14

იტალიელმა სპეციალისტმა ფაბიო კაპელომ მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას "ბარსელონას" თემას შეეხო და კლუბის დღევანდელი მდგომარეობის შესახებ მკაფიო განცხადება გააკეთა.

"გულწრფელად, რომ ვთქვა მე ძველი "ბარსელონა" უფრო მომწონდა, რომლისგანაც დღეს აღარაფერი შემორჩა. დღევანდელი გუნდი ბურთის დაჭერისა და შენარჩუნების მეტს არაფერს აკეთებს".

"კატალონიელები გამუდმებით მესის ჯადოქრობებს ელოდებიან, იმისათვის, რომ მეტოქის დამარცხება შეძლონ. ფაქტია, კლუბი ასეთ მდგომარეობაში დიდხანს ვერ გაძლებს", - განაცხადა "რეალის" ყოფილმა დამრიგებელმა.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ანანიშემ ახალ კლუბში ეროვნული ნაკრების მნიშვნელობაზე ისაურბა

დაგვიმეგობრდით