ვალვერდე: "ლა ლიგას "რეალი" მოიგებს"

13-02-2020, 19:58

"ბარსელონას ყოფილმა თავკაცმა, ერნესტო ვალვერდემ თავის უკანასკნელ ინტერვიუში საკმაოდ საინტერესო განცხადებები გააკეთა:

"ვინ არის ლა ლიგის მოგების ფავორიტი? ვფიქრობ, მადრიდის "რეალი" ძალიან ძლიერად გამოიყურება და ტიტულს მოიგებენ.

ფეხბურთს ახლა იშვიათად ვუყურებ. მაქსიმალურად დისტანცირებული ვარ იმ მოვლენებისგან, რომლებიც ახლა ხდება.

ძალიან გამიმართლა, რომ "ბარსას" მთავარი მწვრთნელობის სიამოვნება მერგო. ძალიან კარგად ვიცი, თუ რას ნიშნავს ეს." - განაცხადა ერნესტომ.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით