სიახლეები ნეიმარის სატრანსფერო მომავალთან დაკავშირებით

13-02-2020, 22:05

ესპანურმა გამოცემა El Confidental-მა დღეს გაავრცელა ინფორმაცია, რომ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე "პარის სენ ჟერმენის" ბრაზილიელი ვარსკვლავის, ნეიმარ ჟუნიორის საგა გაგრძელდება.

წყაროს თანახმად, 28 წლის გარემარბის "კამპ ნოუზე" დასაბრუნებლად "ბარსელონას" გარკვეული მსხვერპლის გაღება მოუწევს.

სტატიაში ვკითხულობთ, რომ "ბლაუგრანას" პრეზიდენტი, ხოსეპ მარია ბართომეუ ტრანსფერისთვის საკმარისი თანხის მოსაგროვებლად სულ მცირე 2 ფეხბურთელის გაყიდვას აპირებს.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით