ალეგრი მომავალ კლუბს შეუთანხმდა

13-02-2020, 22:41

გავლენიანი იტალიური გამოცემა Corriere Della Sera-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, იტალიელი სპეციალისტი მასიმილიანო ალეგრი მომავალ კლუბს უკვე შეუთანხმდა.

თუმცა, როგორც წყარო ამტკიცებს, "იუვენტუსის" მთავარი მწრთვნელი სამწრთვნელო სამუშაობს მიმდინარე სეზონში არ დაუბრუნდება. 

52 წლის იტალიელმა სპეციალისტმა კონტრაქტი ინგლისის ჩემპიონატის ტოპ-კლუბთან გააფორმა, რომლის სახელწოდებასაც ჯერ საიდუმლოდ ინახავენ. მაგრამ, როგორც წყარო იუწყება, სპეციალისტის მიმართ განსაკუთრებულ დაინტერესებას "მანჩესტერ სიტი" და "მანჩესტერ იუნაიტედი" ავლენენ.

კონტრაქტი ძალაში 2020 წლის ზაფხულში შევა და  შემდეგ გახდება ცნობილი, თუ რომელ კლუბს ჩაიბარებს ალეგრი.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

გამწარებული სომეხი გულშემატკივრის რეაქცია ქართველი ფენომენის თამაშზე !

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით