რონალდო: "ინტერში" კუპერს ვერ შევეწყვე"

13-02-2020, 23:00

ლეგენდარულმა ბრაზილიელმა ფეხბურთელმა რონალდომ იტალიიდან მადრიდის "რეალში" გადასვლის პერიოდი გაიხსენა და ამ გადაწყვეტილების ერთ-ერთ მთავარ მიზეზად "ინტერის" და საქართველოს ნაკრების ყოფილი მწვრთნელი ჰექტორ რაულ კუპერი დაასახელა.

"2002 წელს მილანურ გრანდში კრიზისი იყო და იქ დარჩენა ჩემს კარიერას დააზარალებდა. "ინტერის" მაშინდელ მფლობელ მასიმო მორატის ვეუბნები - ან მე წავალ, ან ჰექტორ კუპერის უნდა დაემშვიდობოთ-მეთქი. საბოლოოდ, მე წავედი", - ამბობს ბრაზილიელი.

შეგახსენებთ, რონალდო "ნერაძურის" რიგებში 1997-2002 წლებში თამაშობდა, ჰექტორ რაულ კუპერი კი ამ გუნდს 2001-დან 2003 წლამდე ედგა სათავეში. მოგვიანებით (2008-2009 წლებში) არგენტინელმა სპეციალისტმა საქართველოს ნაკრებიც გაწვრთნა.


კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

"ასეთი ადამიანებია ჩვენი ქვეყნიდ მომავალი" - რას აკეთებს 18 წლის მეკარე პანდემიის დროს

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით