დიდი სკანდალი: უეფამ გასული წლის ერთ-ერთ მთავარ მატჩში მსაჯის შეცდომები აღიარა

13-02-2020, 23:20

გავლენიანი გამოცემა Telegraaf-ის ინფორმაციით, უეფამ მსაჯის შეცდომები აღიარა და "აიაქსი" კომპენსაციად 12 მილიონ ევროს ელის.

საქმე იმაშია, რომ თითქმის 4 თვის წინ გამართულ მატჩში, რომელშიც "აიაქსი" "ჩელსის" შეხვდა იტალიელმა ჯანლუკა როკიმ იმსაჯა, რომელმაც ჰოლანიდურ გრანდს ერთ სათამაშო ეპიზოდში ორი ფეხბურთელი, დელეი ბლინდი და ჟოელ ველტმანი გაუძევა. ამის შედეგად, "ჩელისმ" თამაშის შემოტრიალება შეძლო და "აიაქსი" ჩემპიონთა ლიგის მერვედ ფინალში ვერ გავიდა.

წყაროს ცნობით, ესპანეთში გამართულ მსაჯთა შეკრებაზე უეფამ იმსჯელა და დაასკვნა, რომ "სტემფორდ ბრიჯზე" როკის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები არ იყო სწორი.

"აიაქსი", თავის მხრივ, უეფასგან მიყენებული ფინანსური ზარალის ანაზღაურებას ითხოვს, რომელიც ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში ვერგასვლით მიიღო და ეს თანხა 12 მილიონ ევროს შეადგენს.


კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით