"დორტმუნდმა" სანჩოს ფასი დაადო !

14-02-2020, 01:47

როგორც ცნობილი სპორტული გამოცემა, "Sky Sports" იუწყება, "დორტმუნდის ბორუსიას" ხელმძღვანელობამ, ინგლისელ თავდამსხმელს, ჯეიდონ სანჩოს, ფასი დაადო.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ნებისმიერი შეთავაზება, რომელიც 100 მილიონ გირვანქაზე ნაკლები იქნება, დირექტორთა საბჭოს მიერ არც კი განიხილება.

ცნობების მიხედვით, გერმანელთათვის იდეალური ღირებულება, 150 მილიონს შეადგენს.

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული მოთამაშის გადაბირებით ამჟამად ყველაზე მეტად, "მანჩესტერ იუნაიტედია" დაინტერესებული.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით