ჟურნალისტურმა გამოძიებამ კობის გარდაცვალების ახალი მიზეზები გამოკვეთა

14-02-2020, 03:12

კობი ბრაიანტის გარდაცვალებიდან ორი კვირის შემდეგ ავიაკატასტროფასთან დაკავშირებით ახალი დეტალები ხდება ცნობილი, რომელიც გავლენიანი ამერიკული გამოცემა New York Times-ის ჟურნალისტური გამოძიების შედეგად ვრცელდება.

თავდაპირველი ცნობებით კატასტროფის მიზეზები უამინდობა და ნისლიანი ამინდისთვის შეუსაბამო ვერტმფრენი იყო. უახლესი ცნობებით კი ამ ყველაფერს კიდევ ერთი ფაქტორიც ემატება. კერძოდ, პილოტის შეცდომა.

New York Times-ის ინფორმაციით, ამ დღეს ნისლიანი ამინდის გამო თითქმის ყველა ფრენა გადაიდო. თუმცა, ამის მიუხედავად კობის პილოტმა მაინც გადაწყვიტა, რომ ფრენა განეხორციელებინა.
გარდა ამისა, ნაცვლად უკვე ნაცნობი კურსისა, რომელიც ჰოლივუდის ბორცვებზე გადიოდა, პილოტმა შედარებით უხიფათო გზა აირჩია, რომელსაც ის კარგად არ იცნობდა. ის ამ გზაზე ხშირად იცვლიდა ფრენის სიმაღლეს, ბოლოს კი საერთოდაც 700 მეტრის სიმაღლიდან დაეშვა და ხეობაში შეფრინდა, სადაც შეჯახება მოხდა, რაც ავიაკატასტროფით დასრულდა.

გამოცემა აგრეთვე იტყობინება, რომ კატასტროფის ადგილზე სულ რამდენიმე წამში მთებში მყოფი ექსტრემალი ველოსიპედისტები გაჩნდნენ, თუმცა შეჯახების ძალა იმდენად დიდი იყო, რომ მაშინვე მიხვდნენ ადგილზე ვერავინ გადარჩებოდა.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით