მადრიდის "რეალი" ლაუტარო მარტინესში 120 მილიონს იხდის

13-02-2020, 20:14

ესპანურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, მილანის "ინტერის" ფორვარდი, 22 წლის არგენტინელი ლაუტარო მარტინესი უახლოეს ზაფხულში, შესაძლოა, მადრიდის "რეალს" შეუერთდეს.

გავრცელებული ცნობით, "სამეფო კლუბი" მარტინესს წელიწადში 14 მილიონი ევრო გამოიმუშავებას სთავაზობს.

მადრიდული კლუბი ფეხბურთელში 120 მილიონ ევროს იხდის.

მიმდინარე სეზონში მარტინესმა "ინტერში" 28 ოფიციალური მატჩი ჩაატარა და 16 გოლი გაიტანა. ლაუტარო მარტინესზე ასევე პრეტენზიას "მანჩესტერ სიტი" და "ჩელსი" აცხადებენ.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

გიგა მაქარაშვილი თორნიკე შენგელიას ირგვლივ არსებულ სიტუაციას გამოეხმაურა

დაგვიმეგობრდით