ბონუჩი: "ის, რომ ანგარიში "მილანმა" გახსნა ჩვენთვის მისაღები არ არის"

14-02-2020, 15:39

იტალიის თასის ნახევარფინალში, "მილანთან" ფრედ დასრულებული მატჩის შემდეგ ტურინის "იუვენტუსის" მცველმა, ლეონარდო ბონუჩიმ, მედიის წარმომადგენლებთან ისაუბრა.

"ძალიან კარგია, რომ სტუმრად გოლის გატანა შევძელით, მაგრამ ისეთი გუნდი, როგორიც "იუვენტუსია, ვერ იქნება კმაყოფილი იმით, რომ მატჩში ანგარიში "მილანმა" გახსნა, ამიტომ  ფორმაში შესვლა და თამაშის გაუმჯობესება აუცილებელია".
 
"ცუდი მატჩი არ იყო, "მილანი" პრესინგს ცდილობდა, რამაც პრობლემები შეგვიქმნა. თამაშის ის ხარისხი, რაც ამ კვირაში ვაჩვენეთ ჩვენთვის დამაკმაყოფილებელი არ არის", - განაცხადა ბონუჩიმ.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით