ბუფონი მალდინის მაისურით - გოლკიპერი ტრადიციას აგრძელებს (ფოტო)

14-02-2020, 16:12

ტურინის "იუვენტუსის" მეკარემ, ჯანლუჯი ბუფონმა, "მილანთან" გამართული მატჩის შემდეგ, პაოლო მალდინის შვილთან, დანიელ მალდინისთან მაისური გაცვალა.

პრესკომფერენციაზე კი აღნიშნული საქციელი განმარტა.

"ჩემს კოლექციაში ენრიკო კიეზას, ჟორჟ ვეას, ლილიან ტურამის, პაოლო მალდინისა და მათი შვილების მაისურებია. ახლა მათ შვილიშვილებს ველოდები", - განაცხადა გოლკიპერმა.

შეგახსენებთ, "კოპა იტალიას" ნახევარფინალური ეტაპის პირველ შეხვედრაში "მილანმა'' "იუვენტუსს" უმასპინძლა, შეხვედრა ფრედ, ანგარიშით 1:1 დასრულდა.




კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით