სასრაფოდ: "მანჩესტერ სიტი" ჩემპიონთა ლიგიდან 2 წლით მოკვეთეს

14-02-2020, 23:28

რამდენიმე წუთის წინ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "მანჩესტერ სიტი" ფინანსური Fair Play-ს დარღვევების გამო დაისაჯა და კლუბს ევროტურნირებზე გამოსვლა 2 წლით აეკრძალა.

იგივე დარღვეის გამო კლუბი 2015 წელსაც დაჯარიმდა, თუმცა, მაშინ "სიტის" მხოლოდ თანხის გადახდა დაეკისრა. ამჯერად კი დისკვალიფიკაციას ვეღარ გადაურჩა.

სასჯელი მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ ამოქმედდება, რაც იმას ნიშნავს, რომ "სიტისთვის" ეს უკანასკნელი შანსია ლიგის მოსაგებად უახლოეს 3 წელში.

აღსანიშნავია, რომ დისკვალიფიკაციის გამო "ქალაქელებს" 30 მილიონი ევროს გადახდაც დაეკისრათ. ინგლისელები ამ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ და სასჯელის გაუქმებას, ან ვადის შემცირებას ეცდებიან.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

შენგელია ევროლიგის ორ სიმბოლურ გუნდში მოხვდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით