ჰოლანდი: "მისი შემხედვარე ხვდები, რომ ფეხბურთში უფრო მაღალი დონე არსებობს"

15-02-2020, 14:57

დორტმუნდის "ბორუსიას" თავდმასხმელმა ერლინგ ჰაალანდმა  მედიის წარმომადგენლებთამ საკუთარ მიზნებზე ისაუბრა.

„მთელი ცხოვრება ფეხბურთელობაზე ვოცნებობდი, ყოველთვის ვიცოდი, რომ კარგად ვთამაშობ. თუმცა, ეს ხანგრძლივი და შრომატევადი გზა იყო. პირველი კონტრაქტის შემდეგ ვიფიქრე: "მაგარია, მაგრამ წინ უფრო დიდი ამბებია".

"როცა "ზალცბურგში" რეგულარული თამაში და გოლების გატანა დავიწყე, ძალიან კმაყოფილი ვიყავი. თუმცა, ისეთი ფეხბურთელების შემხედვარე, როგორიც კილიან მბაპეა, ხვდები რომ ფეხბურთში უფრო მაღალი დონე არსებობს. ჩემი მიზანია, მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე გავხდე", - განაცხადა ნორვეგიელმა.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით