"ბარსელონას" ხორდი ალბა გამოაკლდა

15-02-2020, 22:56

კატალონიის "ბარსელონას" რიგებში ტრავმიანობა გრძელდება.

დღეს ლა ლიგის 23-ე ტურის მატჩი გაიმართა, რომელშიც "ბლაუგრანამ" მადრიდულ "ხეტაფეს" უმასპინძლა და ანგარიშით 2:1 დაამარცხა.

შეხვედრის პირველ ტაიმში კატალონიელთა მარცხენა მცველმა, ხორდი ალბამ დაზიანება მიიღო, რის გამოც მის ნაცვლად მინდორზე ფირპო ჯუნიორი შემოვდა.

ესპანური გამოცემების ცნობით, ფეხბურთელის დაზიანება სერიოზულია და მან შესაძლოა ჩემპიონთა ლიგის პირველი 1/8 ფინალური მატჩი, "ნაპოლის" წინააღმდეგ გამოტოვოს.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

როგორ გამოეხმაურა შოთა არველაძე ბასილაშვილის სკანდალს

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით